მოქმედმა ჩემპიონმა დებიუტანტი ვერ დაამარცხა - სამგურალმა თბილისიდან ქულა წაიღო

News

მოქმედმა ჩემპიონმა დებიუტანტი ვერ დაამარცხა - სამგურალმა თბილისიდან ქულა წაიღო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი მოულოდნელი შედეგით დაიწყო. გახსნით შეხვედრაში, თბილისის დინამომ დინამო არენაზე ეროვნული ლიგა 2-დან ახლად გადმოსული სამგურალი ვერ დაამარცხა.
მოქმედმა ჩემპიონებმა წყალტუბოს სამგურალთან გამართული მატჩი ფრედ 1:1 დააარულეს. ეროვნული ლიგის 2021 წლის პირველი გოლი სერგო კუხიანიძემ შეხვედრის 30-ე წუთზე გაიტანა, რომელიც სტუმართა კომბინაციურ შეტევას მოჰყვა.

1
ვილი სანიოლი ასისტენტებთან - ზურაბ ხიზანიშვილთან და ადელ შედლისთან ერთად

უჩა სოსიაშვილის გუნდი ერთბურთიან უპირატესობას მატჩის 71-ე წუთამდე ინარჩუნებდა. წონასწორობა დინამოელთა მხრიდან გიორგი გაბედავამ აღადგინა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

სეზონის პირველ მატჩს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი - ვილი სანიოლი დაესწრო. მომდევნო შეხვედრას თბილისის დინამო სტუმრად, ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს.

ტორპედო 0:1 დინამო ბათუმი

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ქუთაისის ტორპედო ბათუმის დინამოს დაუპირისპირდა. ვიცე-ჩემპიონებმა, სტუმრად გამარტული მატჩი მინიმალური სხვაობით - 1:0 მოიგეს. ბათუმელთაგან გამარჯვების გოლი გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანა.