კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი მოულოდნელი შედეგით დაიწყო. გახსნით შეხვედრაში, თბილისის დინამომ დინამო არენაზე ეროვნული ლიგა 2-დან ახლად გადმოსული სამგურალი ვერ დაამარცხა.
მოქმედმა ჩემპიონებმა წყალტუბოს სამგურალთან გამართული მატჩი ფრედ 1:1 დააარულეს. ეროვნული ლიგის 2021 წლის პირველი გოლი სერგო კუხიანიძემ შეხვედრის 30-ე წუთზე გაიტანა, რომელიც სტუმართა კომბინაციურ შეტევას მოჰყვა.
უჩა სოსიაშვილის გუნდი ერთბურთიან უპირატესობას მატჩის 71-ე წუთამდე ინარჩუნებდა. წონასწორობა დინამოელთა მხრიდან გიორგი გაბედავამ აღადგინა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
სეზონის პირველ მატჩს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი - ვილი სანიოლი დაესწრო. მომდევნო შეხვედრას თბილისის დინამო სტუმრად, ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს.
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ქუთაისის ტორპედო ბათუმის დინამოს დაუპირისპირდა. ვიცე-ჩემპიონებმა, სტუმრად გამარტული მატჩი მინიმალური სხვაობით - 1:0 მოიგეს. ბათუმელთაგან გამარჯვების გოლი გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანა.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
გორი