მილან რადინი - თბილისის დინამომ კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა

News

მილან რადინი - თბილისის დინამომ კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა

გიორგი ნემსაძის თბილისის დინამომ, კიდევ ერთი ლეგიონერი, ამჯერად სერბი ნახევარმცველი - მილან რადინი დაიმატა. 29 წლის მოთამაშეს და კლუბს შორის, ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. რადინი გუნდს თებერვლის დასაწყისში შეუერთდება.

ამჟამად, რადინი სერბეული სუპერლიგის გუნდების ნაკრებთან ერთად, აშშ- ში შეკრებაზე იმყოფება. მილან რადინი სხვადასხვა დროს ნოვი სადის, მლადოსტის, პარტიზანის, აქტობეს და კორონას რიგებში გამოდიოდა. ბოლოს კი სერბული სუპერლიგის ინჯიაში ასპარეზობდა.

თბილისის დინამომ, ახალი მთავარი მწვრთნელის - გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით, საწვრთნელი პროცესი ერთ კვირაზე მეტია განაახლა. გუნდი ამჟამად თურქეთში იმყოფება, სადაც თბილისელები გუშინ ამხანაგურ მატჩში რადნიკთან მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.

? დინამო 0:1 რადნიკი