გიორგი ნემსაძის თბილისის დინამომ, კიდევ ერთი ლეგიონერი, ამჯერად სერბი ნახევარმცველი - მილან რადინი დაიმატა. 29 წლის მოთამაშეს და კლუბს შორის, ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. რადინი გუნდს თებერვლის დასაწყისში შეუერთდება.
ამჟამად, რადინი სერბეული სუპერლიგის გუნდების ნაკრებთან ერთად, აშშ- ში შეკრებაზე იმყოფება. მილან რადინი სხვადასხვა დროს ნოვი სადის, მლადოსტის, პარტიზანის, აქტობეს და კორონას რიგებში გამოდიოდა. ბოლოს კი სერბული სუპერლიგის ინჯიაში ასპარეზობდა.
თბილისის დინამომ, ახალი მთავარი მწვრთნელის - გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით, საწვრთნელი პროცესი ერთ კვირაზე მეტია განაახლა. გუნდი ამჟამად თურქეთში იმყოფება, სადაც თბილისელები გუშინ ამხანაგურ მატჩში რადნიკთან მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.
? დინამო 0:1 რადნიკი
იბერია 1999
რუსთავი
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
თელავი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი