კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი თბილისის დინამოს ჩემპიონობით დასრულდა!

News

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი თბილისის დინამოს ჩემპიონობით დასრულდა!

თბილისის დინამომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩში, დინამო არენაზე თბილისის მერანს უმასპინძლა და მეტოქე დიდი სათამაშო უპირატესობის ფონზე - 3:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში, 25-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ნოდარ ქავთარაძემ გახსნა, ტაიმის ბოლოს კი გიორგი გაბედავამ სხვაობა ორამდე გაზარდა. დინამოელთა ცხრიანმა, 77-ე წუთზე კონტრშეტევა ზუსტი დარტყმით დაასრულა, დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით, თბილისის დინამომ საჩემპიონო ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო. გასულ წელს, 2019 წლის სეზონში გამარჯვებით, ჩისკო მუნიოსის გუნდმა, ტიტული 3 წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა. ჯამში, თბილისელებს 31-ე სეზონში გამარჯვებით 18 საჩემპიონო ტიტული დაუგროვდათ.

თბილისის დინამოელებს ჩემპიონის ფარი და ოქროს მედლები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა გადასცა.