- ? დინამო 3:0 მერანი თბ
- ? თბილისელებმა ჩემპიონატი მეთვრამეტედ მოიგეს!
- ? პირველად ისტორიაში - ჩემპიონატის მატჩს ქალთა სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება
თბილისის დინამომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩში, დინამო არენაზე თბილისის მერანს უმასპინძლა და მეტოქე დიდი სათამაშო უპირატესობის ფონზე - 3:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში, 25-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ნოდარ ქავთარაძემ გახსნა, ტაიმის ბოლოს კი გიორგი გაბედავამ სხვაობა ორამდე გაზარდა. დინამოელთა ცხრიანმა, 77-ე წუთზე კონტრშეტევა ზუსტი დარტყმით დაასრულა, დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით, თბილისის დინამომ საჩემპიონო ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო. გასულ წელს, 2019 წლის სეზონში გამარჯვებით, ჩისკო მუნიოსის გუნდმა, ტიტული 3 წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა. ჯამში, თბილისელებს 31-ე სეზონში გამარჯვებით 18 საჩემპიონო ტიტული დაუგროვდათ.
თბილისის დინამოელებს ჩემპიონის ფარი და ოქროს მედლები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა გადასცა.