ლოკომოტივმა ჩიხურა დიდი ანგარიშით დაამარცხა!

News

ლოკომოტივმა ჩიხურა დიდი ანგარიშით დაამარცხა!

  • ლოკომოტივი 4:1 ჩიხურა
  • კრისტალბეთ ეროვნული  ლიგა ლოკომოტივისა და ჩიხურას დაპირისპირებით განახლდა. 

თბილისის ლოკომოტივმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში საჩხერის ჩიხურა მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა შეხვედრა გადახალისებული შემადგენლობით ჩაატარა. ლოკომოტივის რამდენიმე ფეხბურთელი ორ ასაკობრივ ნაკრებში იყო გამოძახებული. 

შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა. მასპინძლებმა ანგარიში 21-ე წუთზე მამია გავაშელიშვილის მიერ გატანილი გოლით გახსნეს. 35-ე წუთზე წონასწორობა გიორგი ბუხაიძემ აღადგინა. შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმი დედაქალაქელთა სრული უპირატესობით წარიმართა. შესაბამისად ლოკომოტივმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და სამი ქულაც მოიპოვა. გოლები დათო კირკიტაძემ, ნიკა სანდოხაძემ და ირაკლი სიხარულიძემ გაიტანეს.

11 ტურის შემდეგ ლოკომოტივს 16 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილზეა. ჩიხურა კი 5 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.