- ლოკომოტივი 4:1 ჩიხურა
- კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ლოკომოტივისა და ჩიხურას დაპირისპირებით განახლდა.
თბილისის ლოკომოტივმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში საჩხერის ჩიხურა მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა შეხვედრა გადახალისებული შემადგენლობით ჩაატარა. ლოკომოტივის რამდენიმე ფეხბურთელი ორ ასაკობრივ ნაკრებში იყო გამოძახებული.
შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა. მასპინძლებმა ანგარიში 21-ე წუთზე მამია გავაშელიშვილის მიერ გატანილი გოლით გახსნეს. 35-ე წუთზე წონასწორობა გიორგი ბუხაიძემ აღადგინა. შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ტაიმი დედაქალაქელთა სრული უპირატესობით წარიმართა. შესაბამისად ლოკომოტივმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და სამი ქულაც მოიპოვა. გოლები დათო კირკიტაძემ, ნიკა სანდოხაძემ და ირაკლი სიხარულიძემ გაიტანეს.
11 ტურის შემდეგ ლოკომოტივს 16 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილზეა. ჩიხურა კი 5 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.
რუსთავი
დინამო ბთ
დინამო თბ
იბერია 1999
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
სიონი
არაგვი
სამტრედია
მერანი მრ
ოდიში 1919
გორი
კოლხეთი 1913