10-კაციანი დილა და გოლი ბოლო წუთზე - გორელებმა თბილისში დინამო დაამარცხეს

News

10-კაციანი დილა და გოლი ბოლო წუთზე - გორელებმა თბილისში დინამო დაამარცხეს

  • დინამო თბ 1:2 დილა
  • 10-კაციანმა დილამ დინამოელების დამარცხება შეძლო
  • 63-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა მოედნიდან დავით მაისაშვილი გააძევა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მატჩში, გათამაშებისნლიდერმა გორის დილამ სტუმრად ჩემპიონი დინამო თბილისი 2:1 დაამარცხა და გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცა.

გიორგი ნემსაძის გუნდიდან, ანგარიში შესვენებამდე 19 წლის ნიკა გაგნიძემ გახსნა, რომელმაც გიორგი ლაცაბიძის ფლანგიდან შესრულებული გადაცემა ზუსტად გამოიყენა.

მატჩის 63-ე წუთზე სტუმრები ათნი დარჩნენ, არბიტრმა მეორე გაფრთხილებით დავით მაისაშვილი გააძევა, ხუთ წუთში კი ირაკლი ბუღრიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გიორგი კუციამ გოლად გარდასახა და წონასწორობა აღადგინა - 1:1.

საბოლოო ანგარიში მატჩის მიწურულს გორელმა მიკოლა კოვტალიუკმა სტანარტულისას ნუგზარ სპანდერაშვილის გადაცემით დააფიქსირა - 1:2. უკრაინელ ლეგიონერს 2017 წლის სეზონის მეორე წრე თბილისელთა რიგებში აქვს გატარებული.