- დინამო თბ 1:2 დილა
- 10-კაციანმა დილამ დინამოელების დამარცხება შეძლო
- 63-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა მოედნიდან დავით მაისაშვილი გააძევა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მატჩში, გათამაშებისნლიდერმა გორის დილამ სტუმრად ჩემპიონი დინამო თბილისი 2:1 დაამარცხა და გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცა.
გიორგი ნემსაძის გუნდიდან, ანგარიში შესვენებამდე 19 წლის ნიკა გაგნიძემ გახსნა, რომელმაც გიორგი ლაცაბიძის ფლანგიდან შესრულებული გადაცემა ზუსტად გამოიყენა.
მატჩის 63-ე წუთზე სტუმრები ათნი დარჩნენ, არბიტრმა მეორე გაფრთხილებით დავით მაისაშვილი გააძევა, ხუთ წუთში კი ირაკლი ბუღრიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გიორგი კუციამ გოლად გარდასახა და წონასწორობა აღადგინა - 1:1.
საბოლოო ანგარიში მატჩის მიწურულს გორელმა მიკოლა კოვტალიუკმა სტანარტულისას ნუგზარ სპანდერაშვილის გადაცემით დააფიქსირა - 1:2. უკრაინელ ლეგიონერს 2017 წლის სეზონის მეორე წრე თბილისელთა რიგებში აქვს გატარებული.
დინამო ბთ
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი