გორის დილამ კოვტალიუკის დუბლით სამი ქულა მოიპოვა!

News

გორის დილამ კოვტალიუკის დუბლით სამი ქულა მოიპოვა!

  • საჩხერის ჩიხურა 0:2 გორის დილა
  • გორის დილა წაუგებელ სერიას აგრძელებს.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასულ ტურში დაკარგული ორი ქულის შემდეგ გორის დილამ ისევ მოიპოვა გამარჯვება და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. გიორგი ნემსაძის გუნდი მეოთხე ტურში აუტსაიდერ საჩხერის ჩიხურას გასვლაზე დაუპირისპირდა და მეტოქე ორბურთიანი უპირატესობით დაამარცხა. 

შეხვედრაში ანგარიში მიკოლა კოვტალიუკმა 22-ე წუთზე გახსნა. უკრაინელი ლეგიონერი ნონდის პასის შემდეგ საჩხერის გოლკიპერის პირისპირ აღმოჩნდა და გატანა არ გასჭირვებია. მატჩის 38-ე წუთზე კოვტალიუკმა სხვაობა ორამდე გაზარდა და სეზონში პირველი დუბლიც მიიწერა. ამჯერად საგოლე პასის ავტორი ნუგზარ სპანდერაშვილი გახდა. 

4 ტურის შემდეგ საჩხერის ჩიხურას აქტივში მხოლოდ ერთი ქულაა და გუნდი გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება, გორის დილა კი 8 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა.