- საჩხერის ჩიხურა 0:2 გორის დილა
- გორის დილა წაუგებელ სერიას აგრძელებს.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასულ ტურში დაკარგული ორი ქულის შემდეგ გორის დილამ ისევ მოიპოვა გამარჯვება და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. გიორგი ნემსაძის გუნდი მეოთხე ტურში აუტსაიდერ საჩხერის ჩიხურას გასვლაზე დაუპირისპირდა და მეტოქე ორბურთიანი უპირატესობით დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მიკოლა კოვტალიუკმა 22-ე წუთზე გახსნა. უკრაინელი ლეგიონერი ნონდის პასის შემდეგ საჩხერის გოლკიპერის პირისპირ აღმოჩნდა და გატანა არ გასჭირვებია. მატჩის 38-ე წუთზე კოვტალიუკმა სხვაობა ორამდე გაზარდა და სეზონში პირველი დუბლიც მიიწერა. ამჯერად საგოლე პასის ავტორი ნუგზარ სპანდერაშვილი გახდა.
4 ტურის შემდეგ საჩხერის ჩიხურას აქტივში მხოლოდ ერთი ქულაა და გუნდი გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება, გორის დილა კი 8 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა.
დინამო ბთ
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი