დისის სადებიუტო გოლი და კოვტალიუკის პენალტი - დილას და სამტრედიას მატჩი ფრედ დასრულდა

News

დისის სადებიუტო გოლი და კოვტალიუკის პენალტი - დილას და სამტრედიას მატჩი ფრედ დასრულდა

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში, გორის დილამ მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლო. სამტრედიასთან ჩატარებული დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

სტუმრებმა მეტოქის კარი მე-15-ე წუთზე აიღეს, თავი სამტრედიიდან კლუბის ესპანელმა ლეგიონერმა - დიეგო დისმა გამოიჩინა. 

წონასწორობა გორის დილამ მალევე აღადგინა, თამაშის 27-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა სამტრედიის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც მიკოლა კოვტალიუკმა ზუსტად შეასრულა.

სამი ტურის შემდეგ  გორის დილამ 5 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. 4 ქულა აქვს სამტრედიას, რომელიც სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.