- გორის დილა 1:1 სამტრედია
- ესპანელმა ლეგიონერმა დიეგო დისმა სამტრედიის მაისურით პირველი გოლი გაიტანა
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში, გორის დილამ მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლო. სამტრედიასთან ჩატარებული დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.
სტუმრებმა მეტოქის კარი მე-15-ე წუთზე აიღეს, თავი სამტრედიიდან კლუბის ესპანელმა ლეგიონერმა - დიეგო დისმა გამოიჩინა.
წონასწორობა გორის დილამ მალევე აღადგინა, თამაშის 27-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა სამტრედიის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც მიკოლა კოვტალიუკმა ზუსტად შეასრულა.
სამი ტურის შემდეგ გორის დილამ 5 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. 4 ქულა აქვს სამტრედიას, რომელიც სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.