- დინამო ბათუმი 1:1 თელავი
- დინამოს ზედიზედ მეორე ფრე ბათუმში
ბათუმის დინამომ სეზონი ჯონი ბაკურიძეს ანგისას ბაზაზე თელავთან მატჩით განაახლა და ახლად დაწინაურებულ კლუბთან მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა - ჯოვინო ფლამარიონმა პირველ წუთზე გახსნა, ხოლო 53-ზე მარცხენა ფლანგიდან დაწყებული შეტევა თელაველთა ლაშა კოხრეიძემ გოლით დაასრულა.
ბათუმელებმა ზედიზედ მესამე ფრე ითამაშეს და მათ შორის მეორე ანგისას ბაზაზე. მატჩი თბილისური დერბის მსგავსად საბურთალოს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის - გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.