კალენდარი

ხუთშაბათი, 17 სექტემბერი

კვირა, 4 ოქტომბერი

კვირა, 13 სექტემბერი

ორშაბათი, 14 სექტემბერი

შაბათი, 19 სექტემბერი

კვირა, 20 სექტემბერი

ახალი ამბები

ჯოვინოს გოლი პირველ წუთზე - ბათუმის დინამოს ზედიზედ მესამე ფრე მიმდინარე სეზონში

ბათუმის დინამომ სეზონი ჯონი ბაკურიძეს ანგისას ბაზაზე თელავთან მატჩით განაახლა და ახლად დაწინაურებულ კლუბთან მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა - ჯოვინო ფლამარიონმა პირველ წუთზე გახსნა, ხოლო 53-ზე მარცხენა ფლანგიდან დაწყებული შეტევა თელაველთა ლაშა კოხრეიძემ გოლით დაასრულა.

ბათუმელებმა ზედიზედ მესამე ფრე ითამაშეს და მათ შორის მეორე ანგისას ბაზაზე. მატჩი თბილისური დერბის მსგავსად საბურთალოს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის - გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.