'მცირე ჯგუფებად ვართ დაყოფილი, დისტანციას ვიცავთ' - საწვრთნელი პროცესი ბათუმშიც განახლდა

News

'მცირე ჯგუფებად ვართ დაყოფილი, დისტანციას ვიცავთ' - საწვრთნელი პროცესი ბათუმშიც განახლდა

თბილისური გუნდების - დინამოს და ლოკომოტივის შემდეგ, საწვრთნელი პროცესი ბათუმის დინამომაც განაახლა. გუნდის ანგისას ბაზაზე დღეს შეიკრიბა.

მიხეილ ალავიძე (დინამო ბათუმი): “ძალიან მიხარია, რომ ვარჯიში განვაახლეთ, მცირე ჯგუფებად ვვარჯიშობთ და ერთმანეთთან დისტანციას ვიცავთ. იზოლაციის დროს, ინდივიდუალურად ვვარჯიშობდით, მაგრამ გუნდური წვრთნები სულ სხვაა. ბუცი, ბურთი და მინდორი სხვა ემოციებს იწვევს. ორი თვე და ათი დღე მოგვიწია თვითიზოლაციაში ყოფნა, რაც ძალიან რთული გამოდგა.

ასლან ბალაძე (დინამო ბათუმის სპორტული დირექტორი): “ფეხბურთელებს ორ თვეზე მეტი გაუცდათ და მთელი ეს პერიოდი მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოგვეცა ჯგუფებად ვარჯიშის საშუალება და ჩვენც ეს პროცესი დავიწყეთ. შემადგენლობა იგივეა, ცვლილებები არ გვაქვს და დინამო ბათუმის ყველა ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაშია.