- ვარჯიშები დღეს ბათუმშიც განახლდა
- ლოკომ და დინამომ თბილისში საწვრთნელი პროცესი განაახლეს
თბილისური გუნდების - დინამოს და ლოკომოტივის შემდეგ, საწვრთნელი პროცესი ბათუმის დინამომაც განაახლა. გუნდის ანგისას ბაზაზე დღეს შეიკრიბა.
მიხეილ ალავიძე (დინამო ბათუმი): “ძალიან მიხარია, რომ ვარჯიში განვაახლეთ, მცირე ჯგუფებად ვვარჯიშობთ და ერთმანეთთან დისტანციას ვიცავთ. იზოლაციის დროს, ინდივიდუალურად ვვარჯიშობდით, მაგრამ გუნდური წვრთნები სულ სხვაა. ბუცი, ბურთი და მინდორი სხვა ემოციებს იწვევს. ორი თვე და ათი დღე მოგვიწია თვითიზოლაციაში ყოფნა, რაც ძალიან რთული გამოდგა.
ასლან ბალაძე (დინამო ბათუმის სპორტული დირექტორი): “ფეხბურთელებს ორ თვეზე მეტი გაუცდათ და მთელი ეს პერიოდი მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოგვეცა ჯგუფებად ვარჯიშის საშუალება და ჩვენც ეს პროცესი დავიწყეთ. შემადგენლობა იგივეა, ცვლილებები არ გვაქვს და დინამო ბათუმის ყველა ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაშია.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
გორი