სფფ-ის განცხადება

News

სფფ-ის განცხადება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყველასთვის საყვარელი კახა შალამბერიძის გარდაცვალების გამო. კახა შალამბერიძეს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისა და ეროვნული ლიგის მედია მენეჯერის თანამდებობა ეკავა. იგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 2015 წლიდან მუშაობდა, აქტიურად იყო ჩართული ფეხბურთის ფედერაციის ყველა პროექტში და თავდაუზოგავად შრომობდა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის.

​საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

კახა შალამბერიძე