საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყველასთვის საყვარელი კახა შალამბერიძის გარდაცვალების გამო. კახა შალამბერიძეს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისა და ეროვნული ლიგის მედია მენეჯერის თანამდებობა ეკავა. იგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 2015 წლიდან მუშაობდა, აქტიურად იყო ჩართული ფეხბურთის ფედერაციის ყველა პროექტში და თავდაუზოგავად შრომობდა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
გორი