საბურთალომ მოიგო, ჩიხურამ და ტორპედომ ქულები გაიყვეს!

News

საბურთალომ მოიგო, ჩიხურამ და ტორპედომ ქულები გაიყვეს!

სიონი 1:3 საბურთალო

სანაკრებო პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 27-ე ტურის შეხვედრებით განახლდა. მიმდინარე ტურის პირველ მატჩს ბოლნისმა უმასპინძლა. თამაზ სტეფანიას სახელობის არენაზე ერთმანეთს სიონი და საბურთალო დაუპირისპირდენენ. მოქმედმა ჩემპიონებმა პრაქტიკულად პირველ ტაიმში გადაწყვიტეს მნიშვნელოვანი სამი ქულის ბედი. თამაშის პირველივე წუთზე მასპინძელთა კარი ინტერს გიმ აიღო. მე-21 წუთზე ორამდე უპირატესობა ონიენ როლოვიჩმა გაზარდა, ხოლო 31-ზე კი მესამე გოლი გიორგი გაბედავამ გაიტანა და გუნდები შესვენებაზე სწორედ ამ ანგარიშით გავიდნენ. 

 მატჩის მეორე ნახევარში აქტიურ შეტევებს საბურთალომ უკლო და აქედან გამომდინარე მასპინძლები ინიციატივის აღებას შეეცადნენ. ბოლნისელთა ერთ-ერთი შეტევა სტუმართა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანით დასრულდა, რომელიც ზუსტად რატი ცაცკრიალაშვილმა შეასრულა და თამაშში ინტრიგა დააბრუნა.  სიონის ფეხბურთელებს დარჩენილ დროში ჰქონდათ ანგარიშში სხვაობის შემცირების მცდელობები, თუმცა გოლის გატანამდე საქმე არ მივიდა. საბოლოოდ შეხვედრა საბურთალომ 3-1 მოიგო და აქტივში მორიგი სამი ქულა დაიმატა. 

ამ დროისთვის მოქმედ ჩემპიონებს 50 ქულა აქვთ და გათამაშების ცხრილში მე-3 პოზიციაზე არიან. ბოლნისის სიონი კი 27 ქულით მე-9 ადგილზე რჩება. 

ჩიხურა 1:1 ტორპედო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მეორე დაპირისპირება ივანწმინდაში ადგილობრივი ჩიხურასა და ქუთაისის ტორპედოს შორის შედგა. ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა მატჩის მიწურულს, კერძოდ კი 87-ე წუთზე მოახერხეს. გოლი ლაშა ჩიკვაიძემ გაიტანა. საჩხერელებს სამი ქულის მოპოვება თითქმის გარანტირებული ჰქონდათ, რომ არა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შოთა კაშიას მიერ გატანილი ავტოგოლი, რომელმაც ჩიხურას ორი ქულა დააკარგვინა, ხოლო ტორრპედოს ქულა მოუტანა.

26 ქურის შემდეგ საჩხერის ჩიხურას 32 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება. ქუთაისის ტორპედო 39 ქულით მე-4 პოზიციაზეა.  

ფოტო: გიორგი არჯევანიძე