ლევან ყენიას გოლი სადებიუტო მატჩში! საბურთალომ ერევანში გაიმარჯვა

News

ლევან ყენიას გოლი სადებიუტო მატჩში! საბურთალომ ერევანში გაიმარჯვა

  • არარატ არმენია 1:2 საბურთალო
  • 1:0 - კობიალკო (31), 1:1 - ალთუნაშვილი (72), 1:2 - ყენია (76)

თბილისის საბურთალომ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდის პირველი მატჩი ერევანში, რესპუბლიკურ სტადიონზე ადგილობრივ არარატ არმენიას მინიმალური სხვაობით - 2:1 მოუგო.

შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თავი სომხური კლუბის რუსმა ლეგიონერმა - ანტონ კობიალკომ გამოიჩინა, რომელმაც თანაგუნდელის გადაცემა ზუსტად გამოიყენა და არარატ არმენია დააწინაურა.

პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით დასრულდა, თუმცა მეორეში საბურთალოელებმა მობილიზება შეძლეს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოედანზე გუნდის ახალწვეული - ლევან ყენია შემოვიდა.

ყენიას საბურთალოს ფორმით დებიუტიდან, ზუსტად 1 წუთში (72) ალთუნაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 76-ზე ყენიამ მის მიერვე წამოწყებული სოლო რეიდი, შესანიშნავი ინდივიდუალური გოლით დაასრულა.

საბოლოოდ მატჩი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. საპასუხო შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 აგვისტოს გაიმართება