- არარატ არმენია 1:2 საბურთალო
- 1:0 - კობიალკო (31), 1:1 - ალთუნაშვილი (72), 1:2 - ყენია (76)
თბილისის საბურთალომ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდის პირველი მატჩი ერევანში, რესპუბლიკურ სტადიონზე ადგილობრივ არარატ არმენიას მინიმალური სხვაობით - 2:1 მოუგო.
შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თავი სომხური კლუბის რუსმა ლეგიონერმა - ანტონ კობიალკომ გამოიჩინა, რომელმაც თანაგუნდელის გადაცემა ზუსტად გამოიყენა და არარატ არმენია დააწინაურა.
პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით დასრულდა, თუმცა მეორეში საბურთალოელებმა მობილიზება შეძლეს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოედანზე გუნდის ახალწვეული - ლევან ყენია შემოვიდა.
ყენიას საბურთალოს ფორმით დებიუტიდან, ზუსტად 1 წუთში (72) ალთუნაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 76-ზე ყენიამ მის მიერვე წამოწყებული სოლო რეიდი, შესანიშნავი ინდივიდუალური გოლით დაასრულა.
საბოლოოდ მატჩი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. საპასუხო შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 აგვისტოს გაიმართება
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
გორი
კოლხეთი 1913