დინამოების მატჩი ანგისაზე ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა

News

დინამოების მატჩი ანგისაზე ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა

ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მატჩში, გია გეგუჩაძის ბათუმის დინამომ თბილისის დინამოს უმასპინძლა და მატჩი შავიზღვისპირელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ბათუმელები შეხვედრას 34-ე წუთისთვის გუნდის კაპიტნის - ვალერიან თევდორაძის და ლაშა ჩალაძის გოლებით 2:0-ს იგებდნენ, თუმცა თბილისელებმა მატჩის შემოტრიალება ორი ავტო-გოლის შემდეგ შეძლეს და ანგარიში 86-ე წუთზე 2:2 გახდა.

1

შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი გიორგი ჯანელიძის პასით თორნიკე გაფრინდაშვილმა მატჩის მიწურულს 93-ე წუთზე გაიტანა და საკუთარ გუნდს მოაგებინა.

ამ გამარჯვების შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი ეროვნულ ლიგას ისევ ლიდერობს, თბილისის დინამო კი მე-4 ადგილზე ჩამოქვეითდა. შემდეგ მატჩს ბათუმის დინამო გორის დილას წინააღმდეგ, გასვლაზე ითამაშებს.