- დინამო ბათუმი 3:2 დინამო თბილისი
- გეგუჩაძის გუნდმა ბოლო წუთზე გაფრინდაშვილის გოლით მოიგო...
ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მატჩში, გია გეგუჩაძის ბათუმის დინამომ თბილისის დინამოს უმასპინძლა და მატჩი შავიზღვისპირელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
ბათუმელები შეხვედრას 34-ე წუთისთვის გუნდის კაპიტნის - ვალერიან თევდორაძის და ლაშა ჩალაძის გოლებით 2:0-ს იგებდნენ, თუმცა თბილისელებმა მატჩის შემოტრიალება ორი ავტო-გოლის შემდეგ შეძლეს და ანგარიში 86-ე წუთზე 2:2 გახდა.

შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი გიორგი ჯანელიძის პასით თორნიკე გაფრინდაშვილმა მატჩის მიწურულს 93-ე წუთზე გაიტანა და საკუთარ გუნდს მოაგებინა.
ამ გამარჯვების შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი ეროვნულ ლიგას ისევ ლიდერობს, თბილისის დინამო კი მე-4 ადგილზე ჩამოქვეითდა. შემდეგ მატჩს ბათუმის დინამო გორის დილას წინააღმდეგ, გასვლაზე ითამაშებს.
დინამო ბთ
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი