საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999 ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციოზე გადაინაცვლებს.
იბერიელებს სლოვაკეთის სლოვანთან პირველი მატჩი 0:2 ჰქონდათ წაგებული, სტუმრად კი 1:1 ითამაშეს. ანდრი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი პირველი ტაიმის მერე აგებდა, თუმცა მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როცა ნიკა სიხარულაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. მომენტები კიდევ იყო, თუმცა მეტი გოლი არ გასულა.
სლოვანი - იბერია 1999 1:1
გოლები: 1:0 კუხარევიჩი (44), 1:1 სიხარულაშვილი (51)
იბერია 1999: მაკარიძე, ქობულაძე (ბოჭორიშვილი 76), ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა (ალჰასანი 55), კუცია (ბართიშვილი 55), დადიანი, ლუკას კაფე (ძაგანია 65), ნაჭყებია, სიხარულაშვილი (ენდე 76)
წინ კი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპია, სადაც იბერია 1999 ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონ ლარნს შეხვდება. ლარნმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციოზე სერბულ ცრვენა ზვეზდასთან ორივე შეხვედრა წააგო - 0:4, 0:5.
და თუ ქართული გუნდი ლარნის ეტაპს გადალახავს, კიდევ ერთი ეტაპი დარჩება, რათა ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდეს.
ხოლო თუ ლარნთან გავა და შემდეგ გავარდება, მაინც მოხვდება ჯგუფში, ოღონდ კონფერენციიის ლიგის ჯგუფში. ასე რომ, ლარნთან 6 და 13 აგვისტოს უმნიშვნელოვანესი თამაშებია.
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
ტორპედო
დინამო ბთ
დილა
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი