კალენდარი

შაბათი, 8 აგვისტო

შაბათი, 15 აგვისტო

ახალი ამბები

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო: ზირა - ტორპედო 3:0

ქუთაისის ტორპედომ კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ჩაატარა. ქუთაისელებმა აზერბაიჯანში ზირასთან სამი ბურთის სხვაობით წააგო...

ზირას შემადგენლობაში ორმა ქართველმა ითამაშა: გიორგი პაპუნაშვილმა და დავით ვოლკოვმა, რომელმაც ტორპედოს გოლიც გაუტანა.

ზირა 3:0 ტორპედო

ტორპედო: გოშაძე, შერიფი, მანე (სკორუპი 38), შიმიჩი, კუპრავა (სტამატოვი 66), ბუკია, მამუჩაშვილი, ფელიპე პირესი, პინსონი, არაბიძე (დეისაძე 66), ანდრიჩი

გოლები: 1:0 რუან რენატო (32), 2:0 ვოლკოვი (47), 3:0 რუან რენატო (64 პენ)

საპასუხო მატჩი ქუთაისში 16 ივლისს 20:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხებათ კონფერენციის ლიგაში გასულ კიდევ ორ ქართულ კლუბს: გორის დილა და დინამო თბილისი პირველ შეხვედრებს 9 ივლისს გამართავენ: დილა სან-მარინოს ვირტუსს უმასპინძლებს, მატჩი თენგიზ ბურჯანაძეზე 20:00 საათზე დაიწყება;

დინამოელები კი სტუმრად ლუქსემბურგის მონდორფს ხვდებიან. თბილისის დროით 21:15 საათზე.