კალენდარი

ოთხშაბათი, 24 ივნისი

შაბათი, 8 აგვისტო

შაბათი, 15 აგვისტო

ახალი ამბები

დინამოების დაპირისპირება თბილისელებმა მოიგეს; იბერიელებმა ლიდერობა დაიბრუნეს

დინამო თბილისი დინამო ბათუმთან აგებდა, მაგრამ თამასი შემოატრიალა და 2:1 იმარჯვა. ამავე ანგარიშით, იბერია 1999-მა სძლია აუტსაიდერ ტყიბულის მეშახტეს. 

დინამო თბ 2:1 დინამო ბთ 

სწრაფი გოლი ვნახეთ. ბათუმელთა მარცხენაფლანგელი ნიკა კალანდარიშვილი შეიჭრა საჯარიმოში, პასი გააკეთა და ალბანელმა უერდი მარამ ზუსტად დაარტყა - 0:1. 

პირველი ტაიმი ასეც დასრულდა. მომენტები საკმაოდ იქმნებოდა, თუმცა 75-ე წუთამდე გოლი არ გავიდა. აი, მერე კი თბილისელებმა მოუმატეს და ჯერ გაათანაბრეს,. შემდეგ კი გამარჯვების გოლი გაიტანეს. 

გამათანაბრებელი გოლი ნუმან კურდიჩის კუთხურიდან ჩაწოდებულის შემდეგ გაიტანა მაქსიმ ტეიშეირამ. ფრანგს დებიუტი ჰქონდა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდში და გოლითაც აღნიშნა...

87-ე წუთზე კი ნიკა ნინუამ პენალტი გაიტანა და ეს გადამწყვეტი გოლი გამოდგა. პენალტი ირაკლი სირაძემ მოიპოვა.

დინამო თბილისი მესამე ადგილზეა, დინამო ბათუმი - მეხუთეზე. მათ შორის სხვაობა 4 ქულაა. 

იბერია 1999 2:1 მეშახტე 

მოქმედმა ჩემპიონმა მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა. აქამდე ერთი ტური რუსთავი იყო პირველზე. 

პირველ ნახევარში ანგარიში არ გახსნილა, მეორე ტაიმის საწყის წუთებში კი იბერიელებს ვახო ბედოშვილი გაუძევეს: ბედოშვილმა მეორე ყვითელი მიიღო. 

ათი კაცით დარჩენილმა თბილისელებმა მალე გოლი გაიტანეს. პაატა ღუდუშაურის პასის მერე ნიკოლოზ დადიანმა მაღალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. 

რამდენიმე წუთში ანგარიში გათანაბრდა: სტუმართა გარემარბი მათე კვირკვია წააქციეს და პენალტი ირაკლი სიხარულიძემ გამოიყენა - 1:1. საინტერესოა, რომ სიხარულიძე წლეულს სწორედ იბერია 1999-დან გადავიდა მეშხტეში და სამივე შეხვედრაში გაუტანა ყოფილ გუნდს...

68-ე წუთზე იბერიელები მეორედ და როგორც აღმოჩნდა, საბოლოოდ გავიდნენ წინ: გიორგი კუციამ ჩააწოდა და ვაჰიდ სელიმოვიჩმა თავურით გაიტანა - 2:1. ეს სელიმოვიჩის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში,