კალენდარი

ხუთშაბათი, 28 მაისი

პარასკევი, 29 მაისი

შაბათი, 30 მაისი

პარასკევი, 12 ივნისი

შაბათი, 13 ივნისი

კვირა, 14 ივნისი

ახალი ამბები

თელავმა სტუმრად სამტრედიას მოუგო

გაიმართა ეროვნული ლიგის მე-19 ტურის ერთი მატჩი. თელავმა სტუმრად სამტრედიას მოუგო და მერვე ადგილზე გადაინაცვლა. 

სამტრედია 0:2 თელავი 

სამტრედიაში მატჩი, რა თქმა უნდა, წუთიერი დუმილით დაიწყო: შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო.

გუნდები ბოლო და ბოლოსწინა ადგილზე იყვნენ თანაბარი, 11-11 ქულით. ასე რომ, თელავმა მნიშვნელოვანი, როგორც იტყვიან, ექვსქულიანი თამაში მოიგო. 

პირველი ტაიმის ბოლოს თელაველთა ბოსნიელმა ლეგიონერმა ამარ ბეგიჩმა აკრობატულ ნახტომში დაარტყა და ლამაზი გოლი გაიტანა - 0:1. ბეგიჩმა ეროვნულ ლიგაში დებიუტი გოლით აღნიშნა. 

მეორე ტაიმში კი ირაკლი რუხაძემ პენალტი გამოიყენა. შეგახსენებთ, რუხაძე ადრე სამტრედიაშიც თამაშობდა. საბოლოოდ 0:2.