კალენდარი

კვირა, 6 ოქტომბერი

პარასკევი, 18 ოქტომბერი

შაბათი, 19 ოქტომბერი

კვირა, 20 ოქტომბერი

კვირა, 27 ოქტომბერი

ახალი ამბები

CRYSYALBET ELIGA AWARDS 2020 | ნომინანტები და გამარჯვებულები

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება, წელს პანდემიის შედეგად მიღებული ახალი რეალობის და საკარანტინო რეგულაციების გათვალისწინებით, შეცვლილი ფორმატით - ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

გასული სეზონის საუკეთესოები, დღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სოციალური ქსელების (ფეისბუქი, ინსტაგრამი) და ვებ-გვერდის საშუალებით გამოვლინდნენ.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და თერთმეტმა ფეხბურთელმა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2020 - წელს ამავე ფორმატით ჩატარდება. სფფ საუკეთესოებს 29 დეკემბერს გამოავლენს.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2


სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ჯეფინიო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი, შუქურას ბრაზილიელი ლეგიონერი - ჯეფერსონ ჯერალდო, იგივე ჯეფინიო გახდა.

1


სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი შაშიაშვილი

გიორგი შაშიაშვილის ქობულეთის შუქურამ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონის ტიტული ერთი ტურით ადრე გაიფორმა და რანგით პირველ დივიზიონში დაწინაურდა.

1


სეზონის საუკეთესო ბომბარდირი - თომა ტაბატაძე

ბომბარდირთა სამეული - თომა ტაბატაძე (რუსთავი - 13 გოლი), ჯეფინიო (შუქურა - 11 გოლი), გიორგი ხარებაშვილი (რუსთავი - 10 გოლი)

1


კრისტალბეთ ეროვნული ლიგა


ფენტეზის გამარჯვებულები

5334 - რეგისტრირებული მოთამაშე და სეზონის 3 პრიზიორი

1


სეზონის სიმბოლური გუნდი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის სიმბოლოური გუნდი

1


სეზონის საუკეთესო მოთამაშეები პოზიციების მიხედვით

სეზონის საუკეთესო მეკარე (ნომინანტები): გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი), როინ კვასხვაძე (დინამო თბ), ლუკა გუგეშაშვილი (დილა)

სეზონის საუკეთესო მცველი (ნომინანტები): მამუკა კობახიძე (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა სანდოხაძე (ლოკომოტივი)

1

სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი (ნომინანტები): ბექა დარცმელია (ლოკომოტივი) სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ჯამბულ ჯიღაური (დინამო ბთ)

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი (ნომინანტები): მიკოლა კოვტალიუკი (დილა), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), გიორგი ნიქაბაძე (დინამო ბთ)

1


სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ლეგიონერი - მიკოლა კოვტალიუკი

ბომბარდირთა სამეული - მიკოლა კოვტალიუკი (დილა - 13 გოლი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი - 9 გოლი), ჯამბულ ჯიღაური (დინამო ბთ - 8 გოლი)

საუკეთესო ლეგიონერის პრიზზე, დილას უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკი გარდა, ასევე წარდგენილი იყვნენ - ვაგნერ გონსალვესი (დინამო ბთ), ულად ომარ იმრანი (ლოკომოტივი)

1


სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

ნომინანტები: გიორგი ჭიაბრიშვილი (ლოკომოტივი), ჩისკო მუნიოსი (დინამო თბ), გიორგი ნემსაძე (დილა)

1


სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ირაკლი სიხარულიძე

ნომინანტები: ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), მიკოლა კოვტალიუკი (დილა), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბთ)

1