- გიორგი შაშიაშვილის გუნდი ჩემპიონი 1 ტურით ადრე გახდა
- შუქურას უახლოესი მდევარი - წყალტუბოს სამგურალი შევარდენთან დამარცხდა
ქობულეთის შუქურა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონი გახდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა. აჭარლებმა პირველი ადგილი, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაიფორმეს.
მართალია გიორგი შაშიაშვილის გუნდმა ვიტ ჯორჯიასთან სახლში წააგო, მაგრამ განვლილი ტურის მატჩში, მათი უახლოესი მდევარი - წყალტუბოს სამგურალიც დამარცხდა. შედეგად ერთი ტურით ადრე, წყალტუბოელებმა შუქურას დაწევის თეორიული შანსი დაკარგეს.
ქობულეთელები კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლოს 2017 წლის სეზონში იმყოფებოდნენ, როდესაც ახალი ფორმატით გამართული პირველი სეზონი ბოლო ადგილზე დაასრულეს და რანგით მეორე ლიგაში პლეი-აუტის გარეშე გადაინაცვლეს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის მიერ შექმნილი ვითარების გამო, წელს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის სეზონი 4 წრის ნაცვლად, 2-წრედ მიმდინარეობს.
დინამო ბთ
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი