- დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი
- 1:0 - ჯოვინო ფლამარიონი (56/პენ), 1:1 - ლევან მჭედლიძე (83)
- ? მატჩის სრული ჩანაწერი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში, ანგისას ბაზაზე ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა დინამომ, თბილისის დინამოს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.
პირველი ტაიმი ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე - 56-ე წუთზე ჯოვინოს დარტყმული გიორგი პაპავას ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც თვითონ ბრაზილიელმავე გაიტანა და მიმდინარე სეზონში მე-15 გოლი მიითვალა.
თბილისელებს მთელი მატჩი კარში არ ჰქონდათ დარტყმული, თუმცა გიორგი ზარიას ნაცვლად 79-ე წუთზე შემოსული გიორგი მჭედლიძეს ბურთთან პირველივე შეხება 83-ე წუთზე გოლით დასრულდა! დინამოს ახალწვეულმა კაპლიენკოს პასით გაიტანა.
დარჩენილ დროში ბათუმელები სახიფათოდ უტევდნენ, თუმცა მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრას მარსელ ბირსანის ხელმძღვანელობით რუმინელ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა.
რუსთავი
დინამო თბ
დინამო ბთ
იბერია 1999
სამგურალი
ტორპედო
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
არაგვი
სიონი
მერანი მრ
სამტრედია
ოდიში 1919
გორი
კოლხეთი 1913