კალენდარი

კვირა, 8 დეკემბერი

ახალი ამბები

დღეს ბათუმში ტურის ცენტრალურ შეხვედრას რუმინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება...

  • დინამო ბათუმი V დინამო თბილისი | 20:00 | 6 ოქტომბერი | ანგისა
  • მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენი ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში, ანგისას ბაზაზე დღეს, 20:00 საათზე დაიწყება, სადაც ბათუმის დინამო და თბილისის დინამოს უმასპინძლებს.

29 ტურის შემდეგ, ორივე გუნდს 61-61 ქულა აქვს და პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ. შეხვედრას დიდი ინტერესით ელის როგორც ორივე კლუბი, ასევე ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა დიდი ნაწილი.

1
მარსელ ბირსანი

სწორედ ამიტომ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საერთაშორისო, მიღებული პრაქტიკის გათვალისწინებით, რუმინელ კოლეგებთან თანამშრომლობის შემდეგ - ტურის ცენტრალურ მატჩზე რუმინელ მსაჯთა ბრიგადა მოიწვია, მთავარი მსაჯის - მარსელ ბირსანის ხელმძღვანელობით.

37 წლის ფიფას კატეგორიის არბიტრს, ბათუმში ასისტენტობას ვლადიმირ ურზიკა და მირჩა გრიგორიუ გაუწევენ. ბათუმში დაგეგმილი მატჩის მეოთხე მსაჯი კი - ირაკლი კვირიკაშვილი იქნება. 30-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა, ბათუმში, ანგისას ბაზაზე, 6 ოქტომბერს, 20 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.