საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" თხოვნა, რის შედეგადაც, გია ცეცაძე 2018 წლის ევროპა ლიგისთვის "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე იმუშავებს.
კლუბს, მწვრთნელსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის შეთანხმების საფუძველზე, გია ცეცაძე სამტრედიაში სანაკრებო პაუზისას იმუშავებს, ხოლო 21- წლამდე ნაკრებს მომდევნო შეკრებისთანავე დაუბრუნდება.
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართა საფეხბურთო კლუბმა "სამტრედიამ", რათა ევროპა ლიგისთვის დროებით კლუბში ემუშავა გია ცეცაძეს, რომელიც, მოგეხსენებათ, 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
მწვრთნელთან მოლაპარაკებების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით, ახალგაზრდულის შეკრებამდე, გიას ემუშავა "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, რადგან კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, მათთვის ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირის მოსამზადებელ ეტაპზე.
ჩვენის მხრივ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ყველა კლუბს მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რადგან მათი წინსვლა, მთლიანად ქართული ფეხბურთის წარმატებაა."
- აღნიშნა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიელები ევროპა ლიგის პლეი-ოფში ყაზახურ ტობოლს დაუპირისპირდებიან, სადაც საქართველოს ნაკრების წევრები - ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა თამაშობენ. პირველი მატჩი 10 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ვრცლად
იბერია 1999
რუსთავი
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
თელავი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი