კალენდარი

შაბათი, 20 აპრილი

კვირა, 21 აპრილი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ახალი ამბები

ევროპის ლიგის წილისყრა - ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია!

  • ნიონში ევროპის ლიგის წილისყრა გაიმართა
  • ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია...

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის ლიგის წილისყრა გაიმართა, სადაც სამი ქართული კლუბის მეტოქეები გამოვლინდა. 19 ივნისს ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე გაირკვა, რომ ქუთაისის ტორპედოს, მოლდოვის ჩემპიონი - ტირასპოლის შერიფი დაუპირისპირდება, ხოლო ევროპის ლიგის წყვილები ასე გამოიყურება:

? დინამო თბილისი - დუნაისკა სტრედა (სლოვაკეთი)

დუნაისკა სტრედა - დინამო | მოლა არენა | 12 ივლისი
დინამო - დუნაისკა სტრედა | დინამო არენა | 19 ივლისი

თბილისელები სლოვაკეთის მესამე ადგილოსანს შეხვდებიან. პირველ მატჩს სამხრეთ სლოვაკეთი 12 ივლისს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა დინამო არენაზე 19 ივლისს გაიმართება.

დინამო - დუნაისკა სტრედას წყვილში გამარჯვებულს, მეორე რაუნდში დერი სიტი - დინამო მინსკის წყვილში გამარჯვებული შეხვდება. 

? სამტრედია - ტობოლი (ყაზახეთი)

სამტრედია - ტობოლი | მიხეილ მესხი | 10 ივლისი
ტობოლი - სამტრედია | კოსტანაის ცენტრალური სტადიონი | 19 ივლისი

გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებული ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირის გუნდს ეთამაშება. ტობოლმა ევროტურნირებზე ბოლოს 2011-12 წლებში ითამაშა.

იმერლები ტობოლს თბილისში, მიხეილ მესხზე 10 ივლისს უმასპინძლებენ, ხოლო გასვლით მატჩს კოსტანაიში 19 ივლისს გამართავენ.

? ჩიხურა - ბეითარ იერუსალიმი (ისრაელი)

ჩიხურა - ბეითარი | მიხეილ მესხი | 12 ივლისი
ბეითარი - ჩიხურა | ტედი სტედიუმი | 19 ივლისი

საჩხერლებს იერუსალიმის მთავარი საფეხბურთო კლუბი შეხვდათ. ბეითარმა, რამდენიმე კვირის წინ ამერიკის პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის საპატივცემულოდ სახელი გადაირქვა და 'ბეითარ ტრამპ იერუსალიმი' გახდა. 

პირველი მატჩი თბილისში, მიხეილ მესხზე 12 ივლისს გაიმართება, საპასუხო შეხვედრას 19 ივლისს იერუსალიმის ტედი სტედიუმი უმასპინძლებს.