დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ვიტ ჯორჯიამ“. ვეტერინარები საკუთარ „მცხეთა პარკზე“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუხვდნენ და 3:0 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში მე-10 წუთზე გურამ გურეშიძემ გახსნა. მან საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით მოახერხა გოლის გატანა. მასპინძლებმა მეორე ბურთი მეორე ტაიმის სტარტზევე გაიტანეს, 53-ე წუთზე ზურაბ ღირდალაძემ ზუსტი დარტყმით მეკარეს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა. შეხვედრის ბოლო გოლი კი 76-ე წუთზე გავიდა: შოთა დავლაშელიძემ მეტოქის საჯარიმოში ბურთი ტექნიკურად მიიღო და მეორე მოძრაობით დავით კუპატაძისგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა.
მსაჯები
არბიტრი - ა. ნონიკაშვილი
პირველი ასისტენტი - ბ. ჟვანია
მეორე ასისტენტი - დ. კურტანიძე
მეოთხე მსაჯი - გ. ავაზაშვილი
დისკვალიფიკაცია
დავით საჯაია (ვიტ ჯორჯია)