კალენდარი

სამშაბათი, 24 ნოემბერი

ოთხშაბათი, 25 ნოემბერი

პარასკევი, 27 ნოემბერი

კვირა, 29 ნოემბერი

ორშაბათი, 30 ნოემბერი

სამშაბათი, 1 დეკემბერი

შაბათი, 5 დეკემბერი

ახალი ამბები

დაძაბულობა!.. დინამო ბათუმმა და იბერია 1999-მა მოიგეს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტური დასრულდა. შაბათის მატჩები: დინამო ბათუმი შინ აგებდა რუსთავთან, მაგრამ თამაში მოატრიალა და გაიმარჯვა; იბერია 1999-მა კი წყალტუბოში მოუგო სამგურალს. 

სამგურალი 0:1 იბერია 1999 

ერთადერთი გოლი გიორგი კუციამ გაიტანა. მე-17 წუთი იყო, როცა ნიკოლოზ დადიანმა ჩააწოდა და კუციამ თავურით გაიტანა. 

მალევე, სამგურალი ათი კაცით დარჩა, რადგან უხეშობისთვის გააძევეს ირაკლი სირაძე. 

იბერიელები ამ მომენტისთვის პირველ ადგილზე რჩებიან, თუმცა დინამო ბათუმს მათზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ერთი ქულით ჩამორჩება. 

დინამო ბთ 2:1 რუსთავი 

დაძაბული თამაში ვნახეთ ბათუმში, სადაც პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მერე კი რუსთაველები დაწინაურდნენ: ლუკა პარკაძემ შორიდან ეფექტური დარტყმით გაიტანა. 

მე-80 წუთამდე რუსთაველები წინ იყვნენ, მერე კი ასეთი რამ მოხდა. არბიტრმა ალეკო აფციაურმა VAR-ზე გადაამოწმა ეპიზოდი: რუსთაველთა მცველმა დავიდ ოლივეირამ საჯარიმოში მაღალ ბურთზე ახტომისას წესები დააღვია და პენალტიც დაინიშნა. თან დავიდ ოლივეირას ყვითელი ბარათი უჩვენა, რომელიც მეორე იყო მისთვის. ოლივეირა გააძევეს და რუსთაველები ათი კაცით დარჩნენ.

პენალტი ნიკა კალანდარიშვილმა გაიტანა და 1:1. 

ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ბათუმელთა ალბანელმა ლეგიონერმა უერდი მარამ საჯარიმოში კარგად ითამაშა, ცაციით ზუსტად დაარტყა და უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა - 2:1.

დინამო ბათუმი მეორე ადგილზეა, ოღონდ იბერია 1999-ს ერთი ქულით ჩამორჩება და მათზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ანუ, პოტენციური ლიდერები ბათუმელები არიან.

რუსთაველები კი მეოთხე ადგილზე რჩებიან. მათი საჩემპიონო შანსები ამ წაგებამ ძალიან შეამცირა.