„რუსთავმა“ საკუთარ სტადიონზე ლანჩხუთის „გურია“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მარცხდებოდა, მეტოქეს ანგარიშით 3:1 მოუგო. მატჩის პირველი გოლი 21-ე წუთზე გავიდა, რუსთაველთა კარი გიორგი კაშიამ აიღო. მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა მეორე ნახევარში მოახერხეს, 57-ე წუთზე გოლი ბესიკ ჩიმაკაძემ გაიტანა. ამ მომენტიდან ზუსტად 5 წუთში საკუთარი გუნდი დათა სიჭინავამ დააწინაურა. 74-ე წუთზე კი სიჭინავამ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მსაჯები
არბიტრი - გ. კიკაჩეიშვილი
პირველი ასისტენტი - კ. სადილიანი
მეორე ასისტენტი - ი. კაკაბაძე
მეოთხე მსაჯი - გ. ვარდიძე