ბათუმელთა მოგება; ოთხგოლიანი ფრე გაგრა-რუსთავის მატჩში

News

ბათუმელთა მოგება; ოთხგოლიანი ფრე გაგრა-რუსთავის მატჩში

ლიდერმა დინამო ბათუმმა აუტსაიდერ ტყიბულის მესახტეს 1:0 მოუგო, გაგრასა და რუსთავის დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა. ეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში. 

დინამო ბთ 1:0 მეშახტე

ბათუმელებმა ბოლო 12 მატჩიდან 10 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს. ცხრილიც სახეზეა, დინამო ბათუმი პირველ ადგილზეა.

მეშახტესთან შეხვედრაში ერთადერთი გოლი ლევან შენგელიამ გაიტანა. შენგელიამ ძლიერად დაარტყა და მართალია, მეკარე ლევან ტყეშელაშვილმა რეაგირება მოახდინა, მაგრამ ბურთი მაინც შევიდა კარში. აღსანიშნავია ბათუმელთა ფორვარდის, პაულო ვიტორის მოქმედება, რომელმაც მეკარეს მანევრით ხელი შეუშალა. 

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა მეტი გოლი არ გასულა. 

გაგრა 2:2 რუსთავი 

ამ გუნდების დაპირისპირება წინა კვირაშიც გაიმართა, საქართველოს თასის ნახევარფინალში გაგრამ რუსთავს 2:1 მოუგო და ფინალში გავიდა. 

დღეს კი 2:2...

სწრაფი გოლი გავიდა, კერძოდ, რუსთაველთა მცველმა ვაჟა ფაცაციამ კუთხურის შემდეგ თავურით გახსნა ანგარიში. 

პირველ ტაიმში გაგრამ ლამაზი კომბინაცია გაითამაშა, ხუთსვლიან გათამაშებას მოჰყვა ვიკტორ ბლიზნიჩენკოს დარტყმა და 1:1. 

71-ე წუთზე გაგრა უკვე წინ გავიდა: ალექსანდრე ფეიქრიშვილმა ორი კაცი მოატყუა და გამოზომილი დარტყმით დააბოლოვა. 

რუსთავმა ქულა მაინც მოიპოვა: მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე პრინს ოსეიმ დაბალ კუთხეში დარტყმით 2:2 გახადა ანგარიში. 

რუსთავი მეოთხე ადგილზეა. როგორც იცით, არცთუ მცირე ხანს გუნდი ლიდერობდა, ახლა კი მეოთხე ადგილზეა. ლიდერთან ჩამორჩენა ექვსი ქულაა. გაგრას რაც შეეხება, მერვე საფეხურზეა.