დინამო ბათუმმა ტყიბულის მეშახტეს მინიმალური სხვაობით მოუგო. ეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის პირველ მატჩში.
ბათუმელებმა წინა ტურში წყალტუბოს სამგურალს 4:0 აჯობეს, ამჯერად კი მეშახტესთან გაიმარჯვეს. ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის შუაში გავიდა: ხანგრძლივ შეტევას მოჰყვა თორნიკე კირკიტაძის პასი და უერდი მარას ცაციით ზუსტად დარტყმა.
ალბანელ მარას ამ სეზონში 5 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს.
ბათუმელები მეოთხე ადგილზე არიან, მეშახტე კი აუტსაიდერია. ტყიბულელებს 19 ტურია არ გაუმარჯვიათ.