კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. მეოცე ტურის ერთი მატჩი გაიმართა: რუსთავმა 1:0 მოუგო ქუთაისის ტორპედოს.
რუსთავმა ბრაზილიელი ჟან სოუზა დე ალმეიდას გატანილი პენალტით სძლია ტორპედოს. გოლი მე-12 წუთზე გავიდა. პენალტი კი ქუთაისელთა მცველის, ცოტნე ნადარაიას ხელით თამაშს მოჰყვა. დავით უბილავას ჩაწოდების მერე მოხვდა ბურთი ნადარაიას ხელს, იქიდან ასხლეტილი კი ძელს... არბიტრმა ჯენერი ხორავამ VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა თერთმეტმეტრიანი.
მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
საინტერესოა, რომ წლეულს ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ასევე რუსთავმა მოიგო 1:0 და გოლი მაშინაც ჟან სოუზა დე ალმეიდამ გაიტანა.
ამ დროისთვის რუსთავი ლიდერია, ტორპედო კი მეოტხე პოზიციაზეა.