გაგრამ დინამო თბილისს მოუგო

News

გაგრამ დინამო თბილისს მოუგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-17 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. გაგრამ დინამო თბილისს 2:1 მოუგო. 

გაგრა 2:1 დინამო თბ 

ეს გაგრას ზედიზედ მესამე გამარჯვებაა. ჟელკო ლიუბენოვიჩის გაწვრთნილი გუნდი ისევ მეცხრე ადგილზეა, თუმცა დილას მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება და არც სხვა გუნდები არიან ქულებით ძალიან შორს. 

გაგრა უკრაინელმა ანდრი ანდრეიჩუკმა დააწინაურამ, რომელმაც საბა ზოიძის პასი გამოიყენა და ახლო მანძილიდან გაიტანა. 

32-ე წუთზე კი ვნახეთ გაგრელთა ნახევარმცველის, ალექსანდრე ფეიქრიშვილის, მშვენიერი გოლი. ფეიქრიშვილმა, რომელიც დინამოს აკადემიაში გაიზარდა, შორიდან ძლიერად დაარყტყა და ბურთი ხარიხიდან ასხლეტით შევარდა კარში - 2:0. 

დინამო თბილისი ბევრს უტევდა და საოცრად თამაშობდა გაგრელთა მეკარე ოლექსანდრ ვორობეი. მხოლოდ ერთხელ ვერაფერი გააწყო, როცა დონკორის პასის მერე ახლოდან ლეონარდუ სანტუსმა დაარტყა - 2:1. 

ვორობეიმ ბოლო წამებზე ირაკლი სირაძის ახლოდან დარტყმული თავურიც მოიგერია და საბოლოოდ, გაგრამ იმარჯვა. საინტერესოა, რომ ბოლო ოთხი დაპირისპირებიდან, გაგრამ ოთხივეჯერ მოუგო დინამო თბილისს. თემურ ქეცბაიას გუნდი მეოთხე ადგილზეა.