დინამო ბათუმსა და ტყიბულის მეშახტეს შორის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის შეხვედრის სამსაჯო ბრიგადაში ცვლილება მოხდა.
მიღებული საერთაშორისო დანიშვნიდან გამომდინარე, პირველი მსაჯის ასისტენტის - დავით ახვლედიანის ნაცვლად, აღნიშნული შეხვედრის პირველი მსაჯის ასისტენტი ზურაბ ტაბაღუა იქნება.