თემურ ქეცბაია დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელია. 58 წლის სპეციალისტმა 2028 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება.
ქეცბაია დინამოში 1987-1992 წლებში თამაშობდა და ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ანუ 33-წლიანი განშორების მერე დაბრუნდა კლუბში.
თემურმა საქართველოს ნაკრებში 52 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.
თემურ ქეცბაიამ მწვრთნელობა ანორთოსისში დაიწყო 2004 წელს. თავიდან მოთამაშე-მწვრთნელი გახლდათ. მისი ყველაზე დიდი მიღწევაა ანორთოსისი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაყვანა. ეს 2008 წელს.
ქეცბაია 2010-2014 წლებში საქართველოს ნაკრებსაც თავკაცობდა.
დინამო თბილისს რაც შეეხება, გუნდი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მერვე ადგილზეა, თუმცა ცხრილში ქულების მხრივ საკმაო სიმჭიდროვეა.