გორის „დილას“ და ტყიბულის „მეშახტეს“ შორის გასამართი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრისთვის, სამსაჯო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დავით გაბისონიას ნაცვლად მსაჯის ასისტენტი - ბორის ჟვანია იქნება.
შეხვედრას 20:00 საათზე, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ.