2026 | ახალი სეზონი სტარტს 28 თებერვალს აიღებს

News

2026 | ახალი სეზონი სტარტს 28 თებერვალს აიღებს

2026 წლის სეზონი | კალენდარი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონი, სტარტს 28 თებერვალს აიღებს. ხოლო კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 - პირველ მარტს დაიწყება.

6-წლიანი პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას რუსთავი დაუბრუნდა, ხოლო ტყიბულის მეშახტე და სპაერი, უმაღლეს დივიზიონში სადებიუტო სეზონს ჩაატარებენ. 

რანგით მეორე ლიგაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ სართიჭალის შტურმი და არაგვი დაწინაურდნენ, ხოლო ზუგდიდის ოდიში 1919 და გორი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში სადებიუტო სეზონს ჩაატარებენ.