თელავმა გაგრას მოუგო

News

თელავმა გაგრას მოუგო

ბოლოსწინა ტურის ბოლო მატჩი გაიმართა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. თელავმა გაგრას სძლია და მერვე ადგილზე გასვლის შანსი დაიტოვა, თუმცა ყველა ვარიანტში, გუნდს პლეიოფში თამაში მოუწევს. ვისთან, ჯერ გასარკვევია.

გაგრა 1:2 თელავი

თელაველებმა 31-ე წუთზე გახსნეს ანგარიში, კერძოდ, მიხეილ ბაშელეიშვილმა ცენტრში მოიპოვა ბურთი, დაალოებით 25 მეტრი ირბინა და შემდეგ ზუსტი დარტყმით გაიტანა. 

მალევე, გაგრამ დავით მუჯირის თავურით გაათანაბრა. მუჯირმა საბა ზოიძის პასის მერე ცხრიანში გაგზავნა ბურთი. გაგრელთა ფორვარდმა ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა. 

მეორე ტაიმში კი ერთი გოლი ვნაეთ: ესპანელმა ინიგო მარტინმა ტატო ჟივიძის ჩაწოდებულს მიაყოლა თავური და 1:2. 

გაგრა მეხუთე ადგილზეა. თელავი კი ჯერ მეცხრეზეა და ბოლო ტურში გაირკვევა, ამავე საფეხურზე დარჩება, თუ მერვეზე გავა.