ინფორმაცია გადადებული მატჩების შესახებ

News

ინფორმაცია გადადებული მატჩების შესახებ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, პირველ და ორ მარტს გასამართი, პირველი ტურის სამი მატჩი - სამგურალი v კოლხეთი 1913, დინამო ბათუმი v დინამო თბილისი და დილა v გარეჯი - მეტეოროლოგიური პირობების გამო გადადებულია. ასევე, პირველ მარტს გასამართ მატჩში - ტორპედო ქუთაისი v გაგრა, შეიცვალა მასპინძელი გუნდი და შეხვედრა თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 

სამგურალი v კოლხეთი 1913, დინამო ბათუმი v დინამო თბილისი და დილა v გარეჯი - პირველი ტურის გადადებული მატჩები, პირველ აპრილს გაიმართება.