ხუთგოლიანი... დილამ სამტრედიას მოუგო

News

ხუთგოლიანი... დილამ სამტრედიას მოუგო

გორის დილამ სამტრედიას მინიმალური სხვაობით მოუგო. შეხვედრაში პირველი და ბოლო გოლი იმერულმა გუნდმა გაიტანა, თუმცა სამი ქულა გორელებმა აიღეს. ეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის პირველ მატჩში. 

დილა 3:2 სამტრედია 

გორში პირველი გოლი პირველივე წუთზე, კერძოდ, 36-ე წამზე გავიდა. სამტრედიელთა ფორვარდმა დანიელ ოვუსუმ ისარგებლა აბუბაქარ კონტეს შეცდომით, ბურთი ჩაჭრა, მეკარეს გასცდა და ცარიელ კარში გაიტანა - 0:1.

სამტრედია ტაიმის ბოლო წუთებამდე წინ იყო, მაგრამ დილამ მოკლე მონაკვეთში არათუ გაათანაბრა, დაწინაურდა კიდეც. ჯერ ნოდარ ლომინაძემ მოიპოვა პენალტი და ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა ზუსტად დაარტყა; მერე კი ლომინაძემ დაიწყო შეტევა, კარგი პასი გაუყოლა იბრაჰიმა დრამეს, ხოლო მის გადაცემას მოჰყვა ყაირელ ვაუტერის შესრულება - 2:1.

ეს ვაუტერის მე-13 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. 

88-ე წუთამდე 2:1 იყო, მერე კი დილამ სხვაობა გაზარდა. მუსა სანგარემ ტექნიკური დარტყმით გაიტანა. სანგარეს პირველი გოლია დილას მაისურით. ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე სხვაობა ისევ ერთბურთიანი გახდა: დილას ანგოლელ მცველ ანტონიო ლოპესს საკუთარ კარში აეჭრა ბურთი.