იბერია 1999-მა უიღბლო სერია შეწყვიტა

News

იბერია 1999-მა უიღბლო სერია შეწყვიტა

იბერია 1999-მა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და მესამე ადგილზე დაბრუნდა.

​​​​​​​იბერია 1999 3:1 სამტრედია

მასპინძლები აგებდნენ, თუმცა რთულ ბრძოლაში მოახერხეს სამი ქულის აღება.

იბერიელთა ფორვარდმა შეიკნე სილამ თავურით ძელს მოარტყა ბურთი, ერთ წუთში კი სამტრედიამ გაიტანა... კონტრშეტევაზე განელმა დანილ ოვუსუმ ორიგინალურად იმოქმედა, მოტყუება, პაუზები და ბოლოს ძლიერი დარტყმა - 0:1. ასე დაწინაურდა აუტსაიდერი.

ეს 26-ე წუთზე მოხდა, ცხრა წუთში კი მასპინძლებმა გაათანაბრეს, კერძოდ, გიორგი კოხრეიძის დაბალ პასს მოჰყვა იური ტაბატაძის ზუსტი დარტყმა.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებამდე 1:1 იყო, მაგრამ თბილისელებმა მაინც გატეხეს მეტოქე: შეცვლაზე შესულმა ირაკლი სიხარულიძემ ახლოდან დასწრებაზე იმოქმედა კარგად და მეკარე უშანსოდ დატოვა. ბოლოს კი გიზო მამაგეიშვილმა მაღალ კუთხეში ლამაზი დარტყმით 3:1 გახადა ანგარიში.